საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილეს ულოცავს.
„სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. მისი პატრიარქად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა
კომენტარები