,,ჩემი უკანონოდ ჩამორთმეული მანქანა AUDI A6 დამიბრუნე და უნამუსო ვიყო, შეგირიგდები, თუ არა და – არა”.
2006 წელს ის ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 10 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში წელიწადზე ცოტა მეტი გაატარა. ამის შემდეგ საქართველო დატოვა დამხოლოდ წლების შემდეგ დაბრუნდა. მაშინ თათარაშვილმა ჟურნალ ,,სარკეს” უამბო:
„მანქანა წამართვეს. ადვოკატმა ციხეში ფურცელი შემომიტანა, ხელი უნდა მოაწერო, შენი ბინა გენერალურ პროკურორს უნდაო. დააყოლა, ასე გადმოგცა გენერალურმა პროკურორმა, ერთი ადგილი არ ათამაშოს, ხელი მოაწეროსო. ფურცელი რგოლად დავახვიე და ვუთხარი,ეს უკანალში გაიკეთოს-მეთქი.
2 კვირაში საკანში გაზეთი შემომივიდა, სადაც წავიკითხე, რომ როინ მეტრეველს, ნინელი ჭანკვეტაძეს და ბევრ ადამიანს ბინები ჩამოერთვათ. ბინა კი დავიბრუნე, მაგრამ მანქანა – ვერა. ჩემი მანქანით მაღალჩინოსნის მეუღლე დადიოდა.
2006 წლის 25 სექტემბერი იყო. პრეზიდენტის კანცელარიიდან დამირეკეს, რომ ოლიმპიელებთან და სააკაშვილთან ერთად ყურძენი უნდა დამეწურა. ვუპასუხე, პრეზიდენტის გვერდით არ დავდგები-მეთქი. ოღონდ ეს ყველაფერი ცუდი სიტყვებით ვთქვი. 3 საათზე ყურძნის დაწურვაზე არ მივედი, 4-ს აკლდა 15 წუთი, რომ 9 მანქანამ გზა გადამიკეტა და დამიჭირეს.
შვილიშვილებს ვფიცავარ, ჯიბეში არაფერი მდებია. მაშინ ერთ-ერთმა ოლიგარქმა ჩემს მეუღლეს დაურეკა, მის გასათავისუფლებლად რა თანხას ითხოვენ, მე გადავიხდიო. ადვოკატმა მითხრა, მილიონიც რომ გადაიხადო, არ გაგათავისუფლებენ.პროკურორს მაგიდაზე ჩანაწერი უდევს, პრეზიდენტს როგორ შეაგინეო.
ეს იყო ჩემი დაჭერის მიზეზი, თორემ მე რომ ,,ვკაიფობდი”, მთელმა საქართველომ, მთელმა მთავრობამ იცოდა. ამით ჩემს თავს ვუკეთებდი ცუდს და არა – სხვებს.სააკაშვილმა ერთი კარგი რამ გამიკეთა, აბსოლუტურად შემაზიზღა