,,ჩემი ადგილი შეიცვალა… არსად წასვლას არ ვაპირებ” – ამბობს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი გიორგი თარგამაძის გადაცემაში, რომელიც ოთხშაბათს გავა ეთერში. პირველი ლედი პირველ ოქტომბერს იხსენებს, რომელმაც მისი პირადი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა. მან ამ დღეს, ტელევიზორიდან გაიგო მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს რომანის შესახებ.
–პირველი ოქტომბერი არ დამავიწყდება. მე და ნიკოლოზი დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის ნამდვილად აქ იყო. ვფიქრობდით, ბათუმშია და მერე აუცილებლად თავის ვენახში ამოყოფს თავსო… პირველი ოქტომბერი იოლად არ გადამიტანია… ეს ნამდვილი შოკი იყო. 3-ჯერ ზედიზედ მოვისმინე და მაინც არ მჯეროდა… ჩემი ადგილი შეიცვალა… ბავშვები ძალიან ამაყობენ მამით.
არსად წასვლას არ ვაპირებ. ზუგდიდში მაქვს დღის ცენტრი, რომლითაც ძალიან ვამაყობ, – ამბობს სანდრა რულოვსი, რომელიც ყოველთვის ქმრის ძლიერი საყრდენი იყო…