2021 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში 32 საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და 33 მისამართზე შეიცვალა წყალსაწრეტი მილები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება 579 934 ლარია. პროექტები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ერთ-ერთი მისამართი, სადაც ბრტყელი სახურავი შეიცვალა, ქვიშხეთის ქუჩა N1-ია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 740 კვ.მ ფართობზე შესრულდა. აღნიშნულ კორპუსში 45 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ღირებულება 15 276 ლარია.
კომენტარები