„სად წერია, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი? ეს „ნაციონალური მოძრაობის” გამოგონილი ტყუილებია. ევროპარლამენტმა თქვა რომ სულხან მოლაშვილი იყო პოლიტპატიმარი, რომლის განაჩენშიც ეწერა, რომ მე-14 მუხლით არის დაპატიმრებულიო, რაც გულისხმობს პოლიტიკურ დისკრიმინაციასო. სხვა არცერთ პატიმართან დაკავშირებით მსგავსი რამ არ თქმულა. დემაგოგები და აფერისტები ხართ თავიდან ბოლომდე”, – მიმართა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ ზვიად კუპრავას ტელეკომპანია „იბერიის” ეთერში.
კომენტარები