პარლამენტის სხდომას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რის შემდეგაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დელეგაციის წევრებთან, ერთად ქუთაისიდან მოსკოვში გაემგზავრება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უწმინდესი 19 ნოემბერს რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვდება.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 20 ნოემბერს მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
კომენტარები