ქუთაისის პარლამენტში დეპუტატები უკვე იკრიბებიან. პარლამენტის ახალარჩეული წევრები პირველი პლენარული სხდომისთვის ემზადებიან.
პარლამენტში ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც სხდომა უნდა გახსნას.
როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე დასახელებულმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, „პარლამენტს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე ექნება სამუშაო“.
„ეკონომიკური დაპირების ფონზე, მთავარი გამოწვევა, რაც ქვეყანას ახლა აქვს, არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური განვითარება, მოქალაქეებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ვფიქრობ, პარლამენტის მოვალეობა იქნება ამ საკითხებზე ეფექტური მუშაობა და ამას აუცილებლად შევძლებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება.