ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მანქანებით მსვლელობა დაიწყო. სასულიერო პირები მოქალაქეებს შობის დღესასწაულს მიულოცავენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება.
პანდემიის გამო წელს „ალილო“ განსხვავებული სახით ტარდება. ალილოზე შეგროვებული ნობათი გადაუნაწილდება ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და გაჭირვებულ მოსახლეობას.
კომენტარები