საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეზო ამაშუკელის გარდაცვალების გამო.
ბატონი რეზოს გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის და მთლიანად, ჩვენი ქვეყნისთვის.
ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები