საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ჰეროკრატია“ მხატვრული ფილმია, ის, რაც მასშია ნაჩვენები, სიმართლეს შეესაბამება.
ამის შესახებ კახა თარგამაძემ გაზეთ „ასავალ დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„მართალია, მხატვრული ფილმია, მაგრამ ის, რაც „ჰეროკრატიაშია“ ნაჩვენები, სიმართლეა. ამას წინათ ერთ-ორ სერიას ვუყურე და სიმწრისგან მეღიმებოდა, ტონობით ნარკოტიკი გაატარა საქართველოზე. თვითონ იყო პირველი ნარკობარიგა და ფულის გამთეთრებელი. ჩამოყალიბებულ კრიმინალია. ამ ყველაფრის გაკეთება უკრაინაშიც მოინდომა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს და ბოლოს მათაც დაეტაკა.
უკრაინის პრეზიდენტობა მოინდომა ბიჭმა და, აბა, რას ელოდა?! კიდევ ერთხელ გეუბნებით, უკრაინის მოქალაქეობას მალე ჩამოართმევენ და საქართველოში ჩამოაბრძანებენ.
ისე მე თუ მკითხავთ, ქართველმა ხალხმა სააკაშვილს საქართველოში ისეთივე სასამართლო უნდა მოუწყოს, როგორიც „ჰეროკრატიაშია“ ნაჩვენები. ფილმში მოყვანილი ფაქტები ის ბრალდებებია, რომლებს სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას უნდა წაუყენონ.
ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი – მათ ამდენი დანაშაული არ უნდა შერჩეთ. ეს ჩვეულებრივი გადაცდომა არ ყოფილა, ყველაფერი გამიზნულად კეთდებოდა. ქვეყნის წინსვლისთვის არის აუცილებელი, ბობოლა „ნაციონალებმა“ ქართველი ერის წინაშე პასუხი აგონ და სამართლიანობა აღდგეს, “ – განაცხადა კახა თარგამაძემ.