137 დაღუპული სამხედრო და ასობით დაჭრილი – ეს რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველი დღის შედეგია უკრაინაში. ინფორმაცია გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა.
მისივე თქმით, დაჭრილია 300-ზე მეტი ჯარისკაცი. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლის დილას დაიწყო. საავიაციო დარტყმები არამხოლოდ დონბასზე, არამედ უკრაინის დიდ ქალაქებზეც განხორციელდა.
შეტაკებები უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება. უკრაინულმა ძალებმა რუსების რამდენიმე მძიმე შეტევა მოიგერიეს. ბოლო მონაცემებით, მათ კონტროლის აღდგენა შეძლეს ჰოსტომელის აეროპორტზეც. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია. ქვეყნიდან 18-დან 60 წლამდე მამაკაცების გასვლა აიკრძალა.
კომენტარები