უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, დაეხმარონ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.
„ევროპის ბედი უკრაინაში წყდება: თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, ის უფრო შორს წავა. აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, ჩამოერთვას მას აგრესიის გასაგრძელებლად საშუალება:
გამორთეთ SWIFT-დან;
დააწესეთ ემბარგო ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე;
დაეხმარეთ უკრაინის არმიას იარაღით და საბრძოლო მასალით;
მხარი დაუჭირეთ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებს.
ჩვენი ხალხი იღუპება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. დიდი ხანი ვიცადეთ ღია კართან. ვითხოვდით ნატო-ში გაწევრიანებას — პასუხები ვერ მოვისმინეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება:
საერთაშორისო სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიები;
მკაფიო ევროპული პერსპექტივა;
სწრაფი და კონკრეტული ქმედებები“, — აცხადებს ზელენსკი.