მძიმე დღის შემდეგ არანაკლებ მძიმე იყო ღამე უკრაინისთვის, კომენდანტის საათის სიჩუმეს მხოლოდ აფეთქებების ხმა არღვევდა. არტილერია და ავიაცია ამ დრომდე ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათი სამიზნეა საავადმყოფოებიც.
განგაშის სიგნალი ამ დრომდე ისმის კიევში, დედაქალაქი ოკუპანტების ალყაშია. ქალაქი შვიდჯერ დაიბომბა, ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავი კი ერთ-ერთ კორპუსს დაეცა. სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც.
უკრაინის დედაქალაქი ოკუპანტების ალყაშია და დილიდან იბომბება. რუსი სამხედროები თავდასხმისთვის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ. გამთენიისას კიევის ოლქში უკვე შვიდი ჭურვი აფეთქდა. ქალაქში ჩართულია განგაშის სიგნალიც. მოსახლეობის ნაწილი თავშესაფრებსა და მეტროებს აფარებს თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თავდასხმისას სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა.
კიევში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების დროს 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. შენობა შესაძლოა ჩამოინგრეს. სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
მორიგ მიმართვაში მთავარსარდალი მარტო დარჩენილ უკრაინაზე მოსახლეობას თავად უყვებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ მტერმა პირველ სამიზნედ მონიშნა, მაგრამ არსად წასვლას არ აპირებს და ოჯახთან ერთად კიევში რჩება. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საყოველთაო მობილიზებას და უკრაინიდან გასვლა აეკრძალათ 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს.
დაღუპულია სულ მცირე 137 ადამიანი, რომელთა შორის არიან სამოქალაქო პირები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულ მხარეს დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება, განადგურებულია 30-ზე მეტი რუსული ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი – ასეთია ფართომასშტაბიანი ომის მეორე დილის შედეგი.
არტილერია და ავიაცია ამ დრომდე ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათი სამიზნეა საავადმყოფოებიც. ოკუპანტებმა ჭურვები ჩამოყარეს რივნეს აეროდრომზეც. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სუმის ოლქის დასახლებები ალყაშია. უკრაინულმა ძალებმა რუსული სამხედრო კოლონების შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს. უკრაინელებმა კონტროლი დაიბრუნეს ანტონოვის აეროპორტზე, თუმცა დილით პოზიციების დათმობა მოუწიათ.
რუსულ ჯარები უკრაინაში სამი მხრიდან შეიჭრნენ- აღმოსვალეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. დაიბომბა არაერთი სტრატეგიული ობიექტი, ოკუპანტებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური. იქცევა თუ არა კიევი ფრონტის ხაზად – მოვლენების განვითარებას ახლა მთელი მსოფლიო ელის. კიევში კომენდანტის საათი ამ დროისთვის მოხსნილია, რუსეთთან გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები.