ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი დანაშაულს ჩადის მსოფლიოს წინააღმდეგ. მილოშ ზემანის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს.
„ვამბობდი, რომ რუსები შეშლილები არ არიან და უკრაინაში არ შეიჭრებიან-მეთქი – შევცდი. ჩვენ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დავაწესოთ და გავთიშოთ რუსეთი „სვიფტის“ სისტემიდან. გიჟები იზოლაციაში უნდა იყვნენ. სიტყვებით თავს ვერ დავიცავთ, საჭიროა ქმედება“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები
