ევროპულმა კავშირმა ვლადიმერ პუტინისთვის და სერგეი ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ცივილიზირებული სამყარო იმისათვის, უმკაცრესი სანქციები დაუწესდეს რუს ოლიგარქებს და ეკონომიკას.
“მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი ვართ პუტინის წინაღმდეგ. აგრესიული ავტორიტარული ნაბიჯები გადაიდგა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც შეეხება პუტინისა და ლავროვისთვის აქციების გაყინვის საკითხს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმკაცრესი სანქციები შემუშავდეს. კონკრეტულ ძლიერი სანქციების დაწესებას დღესაც განვიხილავთ, ის პაკეტი რასაც მივიღებთ მიმართულია რუსი ოლიგარქების და ეკონომიკის წინააღმდეგ ,”-აცხადებს ჯეპე კოფოდი.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფინეთი დამოუკიდებლად გამოუყოფს უკრაინას 15 მილიონ ევროს დასახარებლად.
“მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას სოლიდარობა გამოვუცხადოთ, დღესაც მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით. ფინეთი 25 მილიონ ევროს გამოყოფ უკრაინის დასახმარებლად,”-აცხადებს პეკა ჰაავისტო.
ცოტახანში დაიწყება NATO-ში ონლაინ სამიტი, სადაც გაკეთდება განცხადებები. რიგმა ქვეყნებმა უკვე თქვეს, რომ უკრაინას დაეხმარებიან როგორც ფინანსურად ისე სამხედრო ტექნიკით.