რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს მოუწოდა, ძალაუფლება ხელში აიღონ.
„როგორც ჩანს, ჩვენთვის უფრო იოლი იქნება შეთანხმების მიღწევა თქვენთან, ვიდრე ამ „ნარკოდამოკიდებულებთან“ და „ნეო-ნაცისტების ჯგუფთან“, რომლებიც კიევში არიან და უკრაინელი ხალხი მძევლად ჰყავთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინელ ჯარისკაცებს ასევე მოუწოდა, არ მისცენ უფლება „რადიკალებს“, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ფარად გამოიყენონ.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის არმიის ძირითადი შეტაკებები როგორც მოსალოდნელი იყო, ისე მიმდინარეობს არა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარულ ნაწილებთან, არამედ ნაციონალისტურ ფორმირებებთან“.
კომენტარები