რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსკომნადზორი“) ქვეყანაში სოციალურ ქსელ Facebook-ზე წვდომას ნაწილობრივ შეზღუდავს.
„25 თებერვალს, გენერალურმა პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით აღიარა, რომ სოციალური ქსელი Facebook-ი რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებების დარღვევაშია ჩართული“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ Facebook-მა დაუსაბუთებლად დაუწესა შეზღუდვა „რია ნოვოსტი“-ს გვერდს და გარდა ამისა, „რია ნოვოსტი“-ს , „ზვეზდა“-ს „ლენტა.რუ“-სა და „გაზეტა.რუ“-ს მასალების მიმართ ცენზურა გამოიყენა.
კომენტარები