ალექსეი გონჩარენკო მაიდანის დროს გახდა უკრაინის პატრიოტი, მანამდე გულმხურვალედ იცავდა ქვეყანაში რუსულ ენას, ეწინააღმდეგებოდა რუსული ფილმების უკრაინულ ენაზე დუბლირებას, ხოლო 2014 წელს, როგორც პოლიტიკური მოძრაობა “რუსული ბლოკის” აქტივისტი – აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში, – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და უკრაინის რადას წევრის პოლიტიკურ კარიერას იხსენებს.
მისი თქმით, 2020 წლის მარტში რადას ერთ-ერთ სხდომაზე გონჩარენკომ უხეშად მიმართა ზელენსკის – მამაცობა გამოეჩინა და პოსტი დაეტოვებინა. მას შემდეგ პრეზიდენტს მისთვის ხელი აღარ ჩამოურთმევია. შარშან ევროპის საბჭოში გამოცხადდა მაისურით, წარწერით “პუტინი=ჰიტლერს”, მიუხედავად ამისა, დღემდე კრემლის ცენტრალური ტელეარხების ხშირი სტუმარია.
“ამ ტიპს ვერ გავატარებდი. ნაცებთან – ბოდიში…
ოლექსი გონჩარენკო – პოლიტიკური კარიერის დაწყება: “მწვანეთა პარტია” – ამჟამად, “პოროშენკოს ბლოკი”. მაიდანის დროს გახდა უკრაინის პატრიოტი. მანამდე გულმხურვალედ იცავდა ქვეყანაში რუსულ ენას, ეწინააღმდეგებოდა რუსული ფილმების უკრაინულ ენაზე დუბლირებას, ხოლო 2014 წელს, როგორც პოლიტიკური მოძრაობა “რუსული ბლოკის” აქტივისტი – აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში.
შუალედში, ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტიიდან”, სწორედ მაიდანის მსვლელობისას გამოვიდა – 2014 წლის 19 თებერვალს. ამის მერე, მკვეთრი პრორუსი გონჩარენკო ხისტი პროუკრაინული კურსის მხარდამჭერი ხდება. სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობის დროს, მცირე პერიოდი ადგილობრივი საოლქო რადის წევრი იყო, ბოლოს “პოროშენკოს ბლოკიდან” – რადას დეპუტატი.
2020 წლის მარტში რადას ერთ-ერთ სხდომაზე მან უხეშად მიმართა ზელენსკის – მამაცობა გამოიჩინე და დატოვე პრეზიდენტის პოსტი. ზელენსკი ტრიბუნიდან მასთან სასესიო დარბაზში ჩამოვიდა – უცნობია მათი საუბრის შინაარსი, მაგრამ მას შემდეგ პრეზიდენტს მისთვის ხელი აღარ ჩამოურთმევია. შარშან ევროპის საბჭოში გამოცხადდა მაისურით, წარწერით “პუტინი=ჰიტლერს”, მიუხედავად ამისა, დღემდე კრემლის ცენტრალური ტელეარხების ხშირი სტუმარია – რაც კომენტარს არ საჭიროებს. ასე რომ ქართული და უკრაინული მეხუთე კოლონის დუეტი in action”, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.