თამაზ გაიაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს.
უთავო ყარაჩოღელები
ჩემს პუბლიკაციაში, რომელშიც მხარი დავუჭირე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო არ მიერთებოდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, სოციალურ ქსელებში ვიღაცა უბადრუკი ადამიანების ლანძღვა-გინება მოჰყვა.
პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე მიიღო აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება, რითაც ქვეყანას ბევრი პრობლემა აარიდა. ნაციონალებს კი ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანა გსურთ და თქვენს თავქარიან ლიდერთან ერთად ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავთ, მაგრამ სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და კოდორის ხეობის დამკარგავ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხი ხელისუფლებაში აღარ მოიყვანს. თქვენ მუდმივად მუშტებზე იყურებით, თუმცაარაფრის თავი აღარა გაქვთ. გახსოვთ ალბათ, ქართველმა ხალხმა რა უწოდა თქვენნაირ ადამიანებს – ყარაჩოღელები სხეულის ერთი ნაწილის გარეშე. სამწუხაროდ, თქვენ სხეულის არც ეს ნაწილი გაქვთ და არც ის ნაწილი, თავი რომ ჰქვია. შეხედეთ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს, იქ რატომ არ არის წივილ-კივილი ამ სანქციებთან დაკავშირებით? იქნებ გეფიქრათ ამაზე. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სულ პოლიტიკურ წივილ-კივილში ვართ, რასაც ქვეყანისთვის ნგრევის მეტი არაფერი მოუტანია. კვლავ ამ მიმართულებით გვიბიძგებთ? ასე უკიდეგანო პატრიოტები თუ ხართ, ჭინკებივით რას დახტიხართ ”რუსთაველზე”, როცა ფრონტის ხაზი აფხაზეთზე გადის, სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობაზე გადის, წადით და იქ იომეთ, ვინ გიშლით. საუბედუროდ, თქვენ აქ გწყურიათ ომი და სისხლი, რადგან იმედი გაქვთ, რომ ქართველი ხალხის ისტორიის ეს ახალი ტრაგიკული ფურცელი ხელისუფლებაში მოსასვლელ ტრამპლინად გამოგადგებათ. მწარედ ცდებით. ქრთველმა ხალხი ამ შეცდომას არასოდეს დაუშვებს. გონიერ ადამიანები ჯერ საკუთარ სამშობლოზე ფიქრობენ და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ სხვა ხალხებსა და სხვა სახელმწიფოებზე. თქვენ უკრაინის ბედს საქართველოს ბედზე მაღლა თუ აყენებთ, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ აქედან უკრაინას ვერ გადაარჩენთ. ამიტომ გირჩევთ, იქ ჩახვიდეთ, ხელში იარაღი აიღოთ და დაიცვათ უკრაინელინაციონალისტების ინტერესები. ახლა იქ ჩასვლა გართულებულია, მაგრამ ამაზე ნუ იდარდებთ. თქვენ ოღონდ გადაწყვიტეთ და ჩემს თავზე ვიღებ თქვენს უსაფრთხო ჩაყვანას უკრაინაში, სადაც დიდი სიამოვნებით დაგტოვებთ. მერე კი, თქვენ იცით…
თამაზ გაიაშვილი