სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქში ქალაქი ნოვაია-კახოვკა რუსულმა ძალებმა აიღეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერ ვოლოდიმირ კოვალენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ნოვაია-კახოვკა ხერსონის ოლქში რუსულმა ჯარმა დაიპყრო. ოკუპანტებმა აღმასრულებელი კომიტეტი დაიკავეს და შენობებიდან ყველა დროშა ჩამოხსნეს”, – ამბობს კოვალენკო.
მედიის ცნობით, ყველაზე რთული მდგომარეობა ახლა სოფლებში – კაზაცკსა და ვესელიშია, რომლებიც ოკუპანტებმა მთლიანად გაანადგურეს.
კომენტარები