კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის დედაქალაქი ალყაშია.
„დღეს საღამოს რუსულმა ინტერნეტ-გამოცემებმა ჩემზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კიევი ალყაშია და ადამიანების ევაკუაცია შეუძლებელია. უცნაურია, მაგრამ ამის გავრცელება უკრაინულმა ტელეგრამ-არხებმაც დაიწყეს. ნუ უჯერებთ ტყუილს. მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას ენდებთ“, – განაცხადა კლიჩკომ Facebookზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
მანამდე AP-მა გამოაქვყენა ინტერვიუ კლიჩკოსთან, რომელშიც კიევის მერმა თითქოს განაცხადა, რომ კიევიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან ქალაქი ალყაშია.
კომენტარები