ორშაბათის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სანქციებს ფონზე რუსულ რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ამის შესახებ BBC-ს რუსული ბიურო წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Forex-ზე 1 ამერიკული დოლარის ფასი 113 რუბლს აჭარბებს, ევროს კურსი კი 127 რუბლამდეგაიზარდა. ეს ისტორიული მაქსიმუმია.
რუსულ ბირჟებზე კი ვაჭრობა ჯერ არ გახსნილა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შემდეგ დღეს რუსულ ბირჟებზე ვაჭრობა პირველად გაიმართება.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს, მათ შორის, ევროკავშირმა რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურა და უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.