ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით. ევროკავშირში უკვე შემოვიდა 300 ათასი უკრაინელი. მათ თავი დააღწიეს საომარ მოქმედებებს, – ამის შესახებ ილვაიო ჰანსონმა განაცხადა. ევროკომისარი საშინაო საქმეებში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი უკრაინელების დასახმარებლად სოლიდარობის პლატფორმას ქმნის.
„შთამბეჭდავია ევროკავშირის მოქალაქეების სოლიდარობა უკრაინელების მიმართ. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი, არაწევრი ქვეყნებიდან კი მოლდოვა. ევროკავშირი ქმნის სოლიდარობის პლატფორმას. უკრაინის მოქალაქეების უმრავლესობას, ვინც ჩვენი საზღვარი გადმოკვეთა, აქვს ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც საშუალებას აძლევს [ევროკავშირის ტერიტორიაზე] 90 დღე გაატარონ. მათი ნაწილი ახლობლებთან ცხოვრობს, ნაწილმა კი უკვე მოითხოვა ევროკავშირში თავშესაფარი. ველოდებით ლტოლვილების რიცხვის დრამატულ ზრდას. მე მივემგზავრები უკრაინა-რუმინეთისა და უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარზე. ევროპელები საკუთარი სახლის კარს უღებენ უკრაინელებს და ვამაყობ, რომ ევროპელი ვარ“, – განაცხადა იოჰანსონმა.