„მტრის მანქანების დაუცველი წერტილები. დაამარცხე ოკუპანტი! ერთად გავიმარჯვებთ!“, – ამ დასათაურებით გამოაქვეყნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფოტოები, რომლითაც, მოსახლეობას ასწავლიან, რუსული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის რა ნაწილებს უნდა დაუშინონე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომ მტერი დააზიანონ.
საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, ყველა მეთოდი გამოიყენოს ოკუპანტების წინააღმდეგ, მათ შორის – „მოლოტოვის კოქტეილებიც“. უკვე მე-5 დღეა, მოქალაქეთა მობილიზებული ჯგუფები ამ მოწოდებას ასრულებენ.
ცოტა ხნის წინ, ძალოვანი უწყების Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოც, რომელსაც აწერია: „ბაშტანკას პოლიცია „თბილი შეხვედრისთვის“ მზადაა! ჩვენ ვმუშაობთ 24/7-ზე“.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს. 27 თებერვალს კი უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
დღეს, უკრაინის დელეგაცია, უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.