არსებული ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, გალის რაიონიდან დევნილი, 1986 წელს დაბადებული გიგა ოთხოზორია მოკლა.
”აფხაზი ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა”.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.
კომენტარები