ის ფაქტი, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, შეიძლება, ანგარიშსწორების შიშს უკავშირდებოდეს, რადგან მათ იციან, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ ევროპის სოლიდარობამ ყველა მოლოდინი არ გაამართლა, ეს ფაქტია. ასევე არ არის გამორიცხული, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას ზოგიერთმა პროტაგონისტმა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ შედეგებზე გაამახვილოს ყურადღება, – ამის შესახებ „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ წევრმა ევროპარლამენტარმა ერიკ ანდრიე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო აჩვენებს, რომ უკრაინელების გვერდითაა.
„ის გამოხატავს სოლიდარობას. გულწრფელად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის იგივე სოლიდარობა, რაც ევროკავშირს საქართველოს მიმართ 2008 წელს უნდა გამოეჩინა“, – განუცხადა “აქცენტს” ევროპარლამენტარმა.