უკრაინულმა ოპერატორებმა ოკუპანტებს კომუნიკაციის საშუალება შეუზღუდეს და რუსული მობილური ნომრებით ადგილობრივ ქსელზე წვდომა დაბლოკეს, – ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საკუთარი ნომრებიდან დარეკვის შესაძლებლობის დაკარგვის შემდეგ, საოკუპაციო ძალები სულ უფრო ხშირად ართმევენ ტელეფონებს მოქალაქეებს. მოვუწოდებთ უკრაინელებს, რომელთაც მტრის ჯარების წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონები წაართვეს, რაც შეიძლება მალე აცნობონ ამის შესახებ ოპერატორს და სთხოვონ მოპარული ტელეფონის დაბლოკვა. გვესმის, რომ ამის გაკეთება ადვილი არაა, როცა ტელეფონს გართმევენ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია – იპოვეთ მეზობლები, რომლებსაც აქვთ მობილური, ისარგებლეთ სტაციონარული ტელეფონით; ამაზე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და უკრაინელების სიცოცხლეზეა დამოკიდებული“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.