უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებების ფარგლებში, დავით არახამია, იტყობინება, რომ რუსეთთან შეხვედრა ორ საათში დაიწყება, ხოლო სულ მცირე, რასაც უკრაინა ელოდება მოლაპარაკებების შედეგად, ეს ჰუმანიტარული დერეფანია. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ორ საათში ვიწყებთ, პროგრამა მინიმუმი – ჰუმანიტარული დერეფანია. დანარჩენი – გარემოებების მიხედვით“, – წერს ახარამია Facebook გვერდზე.
კომენტარები