რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს, ერთხმად, მეორე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსული არმიის შესახებ „ფეიკ ინფორმაციის გავრცელებისთვის” მოქალაქეებს შეიძლება, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.
ასევე, კანონის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებლები შეიძლება, 700 000-1,500 000 რუბლით დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ სასჯელი შეიძლება 10-დან 15 -ლამდე გაიზარდოს, თუ ინფორმაცია „მძიმე შედეგებს გამოიწვევს“.
კომენტარები