რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მე ვერ დავივიწყებ იმას, რაზეც გავიზარდე!
ვერ დავივიწყებ უდიდეს ვაჟა-ფშაველას და მის ალუდა ქეთელაურს!
აღარც ავხსნი რატომ!
ვისაც ამის გაგება, შეგრძნება და შესისხლხორცება უნდოდა ის ისედაც ასე ფიქრობს და ვისაც ეს არ ესმის ვერც ამ პოსტით გაიგებს.
მე ვერ და არ გავხდები უღმერთო და უარს არ ვეტყვი სამშობლოდან გამოქცეულ და აქ ჩამოსულ ადამიანს ოჯახით, შვილებით!
ისინი გამოიქცნენ საქართველოში, მათი პრეზიდენტის მიერ ოკუპირებული ქვეყანა აირჩიეს!
ე.ი. ვეიმედებით, ე.ი. ჩვენნაირად ფიქრობენ და სძულთ ის, რაც ხდება მათ ქვეყანაში!
რატომ შეიცვალა ასე ფასეულობები ჩემს ქვეყანაში და რატომ შეიცვალა ასე ხალხი?😔”
კომენტარები