რუსეთის მიზანი არაა უკრაინის ნაწილებად დაყოფა, ის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა 2014 წლის შემდეგ “ნაცისტური იდეოლოგიის ქვეყანაა” და მოსკოვი მეზობელი ქვეყნის “გათავისუფლებას ცდილობს”.
“2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, უკრაინა დაექვემდებარა ნაციონალისტური იდეოლოგიის გავლენას. ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იგი ამ იდეოლოგიისგან. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიაზე გაიზარდა ნატოს ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. ჩვენი მიზანი არაა უკრაინის ტერიტორიების ნაწილებად დაყოფა, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები”, – ამბობს პესკოვი.
კომენტარები