უკრაინის ქალაქ ირპენში რუსული სამხედრო ძალების მხრიდან დაბომბვას 33 წლის უკრაინელი მსახიობი და ტელეწამყვანი, პაშა ლი ემსხვერპლა.
პაშა ლი უკრაინის არმიას საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპანტებისგან დასაცავად რამდენიმე დღის წინ შეუერთდა. ორი დღის წინ კი არტისტმა Instagram-ზე უკანასკნელი პოსტიც გამოაქვეყნა.
“უკანასკნელ 48 საათში ჭამისა და ფოტოს გამოქვეყნების საშუალება მოგვეცა, თუ როგორ გვბომბავენ, ჩვენ კი ვიღიმით, რადგან ჩვენ ამას გავუმკლავდებით და უკრაინისთვის ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ!”. – წერდა მსახიობი Instagram-ზე.
კომენტარები