არც არახამიას და არც არავინ გადამთიელის თითის გამოსაშვერი ქართველ ხალხს არაფერი სჭირს, – ამის შესახებ მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“რძე და ყველი არა ის კიდევ… ერთი წელი აჩერა მარტომ, სანქციების, მილიარდების, ევროკავშირისა და ნატოს გარეშე ქართველმა რუსი, არც მერე შეპუებია და თუ არახამია მაშინ თოთო ბავშვი იყო და არ ახსოვს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. საქვეყნო საქმეს მიხედოს თავად და დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს უკრაინელების გვერდში დგომა არც შეშლიათ ისტორიულად და არც შეეშლებათ არასდროს”, – წერს სალუქვაძე.
კომენტარები