ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მასთან დაახლოებული მილიარდერი, ბიზნესმენი არკადი როტენბერგი ყველა პოზიციიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განცხადება ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ბოლო წლებს განმავლობაში პუტინი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და მას რამდენიმე დღის წინ ამ თანამდებობასთან დაკავშირებული უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. მიზეზად კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა დასახელდა. როტენბერგი კი საერთაშორისო ფედერაციაში ძიუდოს განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
კომენტარები