უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა უკვე 10-ზე მეტჯერ სცადეს, – ამის შესახებ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„ჩვენი უცხოელი პარტნიორები 2-3 მცდელობაზე საუბრობენ. ჩემი აზრით, ასეთი მცდელობა უკვე 10-ზე მეტი იყო. ჩვენ მუდმივად მოგვდის ოპერატიული ინფორმაცია, რომ არსებობს რაღაც დივერსიული ჯგუფები, რომლებსაც სამთავრობო კვარტალში შეღწევა სურთ“, – ამბობს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, უკრაინაში მოქმედებს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ძალიან ძლიერი ქსელი.
„უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს რისკები არსად არ გამქრალა. დასავლური დაზვერვა არ ცდება, როდესაც ამბობს, რომ პუტინის მთავარი სამიზნე ვოლოდიმირ ზელენსკია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
კომენტარები