ჩვენ უფრო ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ვერსალის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბორელის თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა ან ალიანსის დასუსტება, ამიტომ ,,მან უნდა შეწყვიტოს ომი”.
,,ჩვენ უფრო ერთიანები ვართ, ვიდრე ოდესმე. არასოდეს მინახავს წევრი ქვეყნები ასე გაერთიანებული, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად. პუტინს სჯეროდა, რომ დაიპყრობდა უკრაინას – მან ვერ შეძლო, მას სჯეროდა, რომ ჩვენ გაგვყოფდა – ვერ შეძლო, მას სჯეროდა, რომ ტრანსატლანტიკურ ალიანსს დაასუსტებდა და მან ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეწყვიყოს ომი”, – განაცხადა ბორელმა.
კომენტარები