რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ნატოს წევრების დაცვის მიმართ ამერიკის ერთგულება ურყევია.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს როლსა და ურთიერთობებს, რომელიც ნატოს ალიანსში გვაქვს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით და მზად ვართ ვიმოქმედოთ, როდესაც ვამბობთ, რომ თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩვენს ვალდებულებას. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
კომენტარები