საჰაერო თავდასხმის სიგნალი უკრაინის რამდენიმე რეგიონში ისმის – ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform ავრცელებს.
მათი თქმით, განგაშის ხმა ისმის დედაქალაქ კიევის დასავლეთით, ჟიტომირში, ასევე დასავლეთით ტერნოპოლის, რივნესა და ივანო-ფრანკოვსკის რაიონებში.
სიგნალები ასევე ამოქმედდა ვოლინის რაიონსა და კრამატორსკში.
კომენტარები