თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კვირას ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა, რომ ანკარა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს.
„ჩვენ პრინციპულად არ შევუერთდით სანქციებს და არც ვგეგმავთ შეერთებას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სანქციები არ გადაჭრის პრობლემებს და დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას.
კომენტარები