რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების ამოსაცნობად ოჯახის წევრებს უფასოდ გადაიყვანენ.
უწყების დადგენილების პროექტი სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, დაღუპული (გარდაცვლილი) სამხედროს ოჯახის ორი წევრის ან ახლო ნათესავის ტრანსპორტირების ხარჯი იქნება ანაზღაურებული.
ამასთანავე, უწყება დაღუპული ჯარისკაცების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს, თუმცა, 2 მარტს დასახელდა 498 დაღუპული და 1597 დაჭრილი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით კი, რუსული არმიის დანაკარგი 12 ათასს აჭარბებს.
5 მარტს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის ერთჯერადი გადაცემის შესახებ.
ასევე, მათ ყოველთვიურ კომპენსაციას გადაუხდიან.
კომენტარები