ევროკავშირის ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განუცხადა.
მისი თქმით, მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში უმძიმესი სიტუაციაა და ისინი ევროკავშირის დახმარების მოლოდინში არიან.
„ევროკავშირის ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა. ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულია. მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში უმძიმესი სიტუაციაა და ჩვენი დახმარების მოლოდინში არიან. ასევე უნდა უკრაინას დავეხმაროთ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში“, – განაცხადა პეკა ჰაავისტომ.
კომენტარები