პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ ჩანაწერს მედიასთან ეხმიანება.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, დოკუმენტი მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს ევრობიურიკრატიის მისამართით.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ მათივე ინსტიტუტები საქართველოს წინსვლას აფასებენ, ყველა მიმართულებასა და მაჩვენებელში საქართველო დაწინაურებულია დემოკრატიის წინსვლით, გამჭვირვალობის კუთხით, ეკონომიკური წინსვლით და ა.შ. და ამ დროს, არ ეკითხებიან არცერთ უწყებას, არცერთ ინსტიტუციას ისე წერენ რაღაც დოკუმენტებს.
ამ ორმაგმა სტანდარტებმა ევრობიუროკრატია მიიყვანა იქამდე, რაც დღეს ხდება ევროპის სახელმწიფოებში. ის ბუმერანგი, რაც საქართველოსკენ გამოუშვეს, თვითონ დაუბრუნდათ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
„ქრონიკამ“ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში მოიპოვა, რომელიც წინა დოკუმენტისგან ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება. ანგარიშში საუბარია ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებაზე, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ევროკომისია გაფართოების ანგარიშში თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომელმაც დანაშაული აღიარეს. ანგარიშში ფაქტობრივი უზუსტობაცაა – წერია, რომ გაწევრებასთან დაკავშირებით 2028 წლამდე მოლაპარაკების დღის წესრიგში არ დაყენება კონსტიტუციას არღვევს.
