ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს ეხმიანება.
“ბოლოდან დავიწყოთ!
სპორტულებიანი ირაკლა წერს, ვისაც უკრაინაში წამოსვლა გინდათ და ვერ მოდიხართ, გული არ დაგწყდეთ, ბრძოლა საქართველოშიც მოგვიწევსო.
ანუ?!
ომი საქართველოშიც იქნებაო!
ეს ტიპი თავისი ბუნებით ლაჩარი ავანტიურისტია!
ბევრმა დაწერა და ვეთანხმები, რასაც ის ავრცელებს, რუსებისთვის გეგმის გადაცემაა, მტერს რუკა დაუხატა. უკრაინელებს ჭკუა თუ აქვთ, რუსეთის აგენტი სასწრაფოდ უნდა მოიშორონ. ბოლო-ბოლო, მის ბიოგრაფიას გადახედონ!
ისე, რაც ამ არამზადამ 2004 წლის აგვისტოში ჩაიდინა, პასუხი რატომ არ აგო?
მაშინაც აგვისტოში დაიწყეს, ამ დროს უცხელდებათ თავები. მის კისერზე 16 ცხედარი და ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფაა.
არა, მაინც ვერ გავიგე, რა ომზე ლაპარაკობს, რა ბრძოლა მოგვიწევს საქართველოშიო? საინტერესოა, რუსები შემოგვიტევენ თუ თავისი ლეგიონერებით აპირებს აქეთ შემოტრიალებას?
სპეცსამსახურები!
როგორც კი ჩამოეთრევა, ამ უტრაკო ყარაჩოხელს ჩააცვით ისევ სპორტულები და შეაგდეთ ,,კაპეზეში”, დააფქვევინეთ, რომელ ბრძოლას გულისხმობს!
დარწმუნებული ვარ, აბუყბუყდება, საქართველო არაფერ შუაშია, მე ბოროდინოს ბრძოლა ვიგულისხმე, კუტუზოვის ადიუტანტი ვიყავიო, მაგრამ მაინც უნდა ილაპარაკოს!
ჰმ… წარმოგიდგენიათ?!”