ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია, ხოლო 1 აპრილი ამავე პერიოდის საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადახდის სავადო თარიღია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა
ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის
საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას
საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას
მცირე ბიზნესის მიერ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია