რუსული მხარის მტკიცებით, მათ ტერიტორიაზე, ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა გამოიწვია 2 უკრაინული ვერტმფრენის იერიშმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი მოედო საწვავის რვა რეზერვუარს და არსებობს მისი გავრცელების საფრთხე. თითო რეზერვუარის მოცულობა 2000 კუბური მეტრია. ასევე რუსული მედიის თქმით, არ არიან დაშავებულები.
კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ბელგოროდში არსებული სიტუაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოახსენეს.
უკრაინულ მხარეს იერიში ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
კომენტარები