ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ავრცელებს.
„დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარები
