აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი სახელი რომ საარჩევნო ბიულეტენში ყოფილიყო, „რესპუბლიკელები” „დემოკრატებს“ დიდი უპირატესობით დაამარცხებდნენ.
„ბიულეტენში ჩემი კანდიდატურა არ ეწერა და რომ ვყოფილიყავი, გამარჯვებას გამანადგურებელი უპირატესობით მოვიპოვებდით!“, – დაწერა ტრამპმა.
აშშ-ში 3 ნოემბერს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების თანახმად, „დემოკრატიული“ პარტია სენატში 52 მანდატს იღებს, რაც უკვე საკმარისია უმრავლესობისთვის. „რესპუბლიკურ“ პარტიას 41 მანდატი ერგება. რაც შეეხება კონგრესის წარმომადგენელთა პალატას. იქ უმრავლესობისთვის საჭიროა 218 მანდატი. წინასწარი შედეგებით, „დემოკრატიულ“ პარტიას 195 ადგილი აქვს, ხოლო „რესპუბლიკურს“ – 115.
კომენტარები
