ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ბუჩაშიჩადენილ დანაშაულებზე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზედაწერა.
„აუტანელია ბუჩაში, კიევთანგათავისუფლებულ ქალაქში გადაღებული ფოტოების ნახვა. ასობით ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე ქუჩაში. ვუსამძიმრებ დაღუპულებს, სოლიდარობას გამოვხატავ უკრაინელების მიმართ. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულებზე“, – განაცხადა მაკრონმა.
კომენტარები