რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაცია მიიღო, რომელიც რომში იმყოფებოდა. დელეგაციამ რომის პაპს საქართველოში სამოციქულო ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, – იუწყება Vatican Radio.
„არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საქართველოში აღმოვაჩენდი იმას, რაც ვნახე: კულტურა, სულიერება, ხალხი, რომელიც ქრისტეს როგორც მხსნელს მოიხსენიებს, ვინაიდან ეს ქრისტიანული მოსახლეობაა. ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
რომის პაპმა აღნიშნა, რომ პირადად მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ. „მე ის აღვიქვი როგორც ღმერთის კაცი“, – აღნიშნა რომის პაპმა.
კომენტარები