თურქეთს სჭირდება ევროპა, ისევე როგორც ევროპას სჭირდება თურქეთი, – განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა.
„ერდოღანმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის მისამართით ბრალდებების წაყენება, რაც თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკავშირდება. თუ თურქეთი არ შეასრულებს ევროკავშირის 72 კრიტერიუმს, რაც საჭიროა სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, ეს თურქეთის პასუხისმგებლობა იქნება და არა ჩვენი“, – აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.
„პრეზიდენტი ერდოღანი არ დატოვებს თავისი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს კრიმინალური ორგანიზაციებისა და კონტრაბანდისტების ამარად“, – დასძინა ჟან-კლოდ იუნკერმა.
კომენტარები